Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლდოვის პარლამენტში დღეს რატიფიცირებულ იქნა


მოლდოვის პარლამენტში დღეს რატიფიცირებულ იქნა რუსეთთან მეგობრობის შესახებ ხელშეკრულება.

მოლდოვის პარლამენტში დღეს რატიფიცირებულ იქნა რუსეთთან მეგობრობის შესახებ ხელშეკრულება.
ხელშეკრულება ორ ქვეყანას შორის მჭიდრო ეკონიმიკურ და პოლიტიკურ კავშირებს ითვალისწინებს. მის მიხედვით, რუსულ და მოლდოვურ ენებს თანაბარი სტატუსი ენიჭება, და რუსეთი აღიარებულია ”მშვიდობის გარანტად” სეპარატისტულ დნესტრისპირეთის რეგიონში. სახალხო ქრისტიანულ დემოკრატიული პარტიის ლიდერმა, იურიე როსკამ, რომელიც პროდასავლურ კურსს ემხრობა და რატიფიკაციის წინააღმდეგ გამოდის, განაცხადა, რომ დღევანდელი ნაბიჯი მოლდოვის ოფიციალური რუსიფიკაციის ტოლფასია. რატიფიკაციას დიდი უმრავლესობით (86 ცხრის წინააღმდეგ) მიემხრო პარლამენტი, სადაც გადამწყვეტ სიტყვას კომუნისტები ამბობენ.
XS
SM
MD
LG