Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაძაბულობა პაკისტანსა და ინდოეთს შორის იზრდება


ელენე ლორთქიფიძე, პრაღა ინდოეთმა პაკისტანთან საზღვარზე გაზარდა ბალისტიკური რაკეტების ბატარეებისა და საჰაერო პატრულების ფრენათა რიცხვი.

ინდოეთის თავდაცვის მინისტრმა ჯორჯ ფერნანდესმა განაცხადა ოთხშაბათს, რომ ქვეყნის სარაკეტო სისტემა მზადყოფნაშია მოყვანილი. თადაცვის უწყების სხვა ოფიციალურმა პირებმა დაამატეს, რომ ეს ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში პაკისტანის მიერ გადადგმული მსგავსი ნაბიჯების საპასუხო ზომაა.

ორივე სახელმწიფო 1998 წლიდან ფლობს ბირთვულ იარაღს. მაგრამ არ არის ნათელი, აღჭურვილია თუ არა საზღვარზე დისლოცირებული რაკეტები ბირთვული ქობინებით.

ინდოეთის ოფიციალური პირების თქმით, დელი სერიოზულად იხილავს სამხედრო დარტყმის შესაძლებლობას, თუ პაკისტანი არ აღკვეთს ექსტრემიტული ჯგუფების საქმიანობას, რომლებიც ინდოეთის კუთვნილი ქაშმირის პროვინციის ნაწილზე ინდოეთის მმათრველობის გაუქმებას მოითხოვენ.

13 დეკემბერს ინდოეთის პარლამენტზე თვითმკვლელურ ტერორისტულ თავდასხმაში დელი ამ ჯგუფებს ადანაშაულებს.

პაკისტანის პრეზიდენტმა ფერვეზ მუშარაფმა დაგმო ტერაქტი, მაგრამ განაცხადა, რომ სანამ არ მიიღებს სარწმუნო სამხილს, ექსტრემისტების წინააღმდეგ, რომელთაც ის “თავისუფლებისთვის მებრძოლებს“ უწოდებს, არავითარ ნაბიჯებს არ გადადგამს. ინდოეთი ჯერჯერობით არ თანხმდება ასეთი სამხილის გადაცემაზე.

გააზრებული აქვთ რა სრულმასშტაბიანი ომის საშიროება, ინდოეთის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ სამხედრო მზადება არა იმდენად შეიარაღებული კონფლიქტის პრელუდიაა, რამდენადაც მუშარაფზე ზეწოლა, რათა მან მოთოკოს ექსტრემისტული ჯგუფები და აგრეთვე, ეს არის მცდელობა შეაშფოთოს შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის ადმინიტრაცია, რათა მან თავის მთავარ მოკავშირე პაკისტანზე იქონიოს გავლენა.

ვაშინგტონში სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა პაკისტნაში მოქმედი ორი ექტრემიტული ჯგუფი ტერორისტულ ორგანიზაციებად მოიხსენია და პაკისტანისგან მათი აკრძალვა მოითხოვა.

ინდოეთი ირწმუნება, რომ ჯგუფები, რომლებიც ქაშმირში ინდოეთის მმართველობას ებრძვიან, პაკისტანის მხარდაჭერით სარგებლობენ.

მუშარაფი უარყოფს ამას და აცხადებს, რომ ქაშმირში შეიარაღებული ამბოხი ინდოელ სამხედროთა მიერ წლების განმავლობაში ადამინის უფლებათა ხელყოფის შედეგია

ეს კამათი უხერხულ მდგომარეობაში აყენებს შეერთებულ შტატებს. ბუშის ადმინსტრაცია ერიდება პაკისტანის პრეზიდენტზე მეტისმეტი ზეწოლის განხორციელებას იმის შიშით, რომ სერიოზული ზომები ექსტრემიტული ჯგუფების წინააღმდეგ, ჯგუფებისა, რომლებიც მოსახლეობაში ფართო მხარდაჭერით სარგებლობენ, შეასუსტებს მუშარაფის ძალაუფლებას.

იმავდროულად, ვაშინგტონს არ სურს ინდოეთისთვის მკაცრი საყვედურის გამოცხადება იმისთვის, რომ ის სამხედრო აქციისთვის ემზადება. როგორც აღნიშნა ერთ-ერთმა დასავლელმა დიპლომატმა, “11 სექტემბრის შემდეგ ეს ფარისევლურად ჟღერსო.”

“ინდოეთს ზუსტად იმის გაკეთება უნდა, რაც შეერთებულმა შტატებმა ავღანეთში მოიმოქმედა.… მას სურს იმ ქვეყნის წინააღმდეგ გალაშქრება, რომელიც, მისი აზრით, ხელს უწყობს ტერორისტებს. და მას უნდათ რომ შეერთებულმა შტატებმა აიძულოს მუშარაფი ისევე მოექცეს ექსტრემისტებს, როგორც ის თალიბანს მოექცა – შეუწყვიტოს მას დახმარება,” თქვა დიპლომატმა.

მაგრამ ბევრ პოლიტიკოსსა და მიმომხილველს ეპარება ეჭვი, რომ მუშარაფის ზომები ექსტრემისტების წინააღმდეგ იქნება ისეთი დონის, რომელიც ინდოეთს დააკმაყოფილებს.

“თუ არასამხედრო ზომები არ გამოიღებს ხელშესახებ შედეგს, ინდოეთი დაასკვნის, რომ მას სამხედრო ძალის გარდა სხვა გამოსავალი აღარ დარჩენია,” თქვა ბრაჰმა ჩელანიმ დელის პოლიტიკურ კვლევათა ცენტრის პროფესორმა.
XS
SM
MD
LG