Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორც ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა


როგორც ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯასვანთ სინხმა დღეს აღნიშნა, ინდოეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, განახვერდება ინდოეთის დიპლომატიური მისია პაკისტანში და პაკისტანის მისია ინდოეთში.

როგორც ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯასვანთ სინხმა დღეს აღნიშნა, ინდოეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, განახვერდება ინდოეთის დიპლომატიური მისია პაკისტანში და პაკისტანის მისია ინდოეთში.
გარდა ამისა, შეიზღუდება პაკისტანელი დიპლომატების დედაქალაქ დელიში ჩასვლა. იუწყებიან აგრეთვე, რომ პაკისტანის საერთაშორისო ავიარეისებს ეკრძალებათ ინდოეთის საჰაერო სივრცით სარგებლობა, რასაც პაკისტანმა ასეთივე აკრძალვით უპასუხა. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა მხარეებს დიალოგის დაწყებისაკენ მოუწოდებს, სინხმა აღნიშნა, რომ პაკისტანთან მოლაპარაკების შესაძლებლობა არ არსებობს. მან მიუღებელი უწოდა პაკისტანის უუნარობას, ალაგმოს ინდოეთის წინააღმდეგ მოქმედი მებრძოლები, რომლებსაც ინდოეთი ქვეყნის პარლამენტზე 13 დეკემბრის თავდახსმაში ადანაშაულებს. ორივე ქვეყანა აცხადებს, რომ არ სურს ომი, მაგრამ მათ საერთო საზღვარზე ჯარების განთავსება სულ უფრო ამწვავებს დაძაბულობას.
XS
SM
MD
LG