Accessibility links

logo-print

ნიუ იორკის მერი, რუდოლფ ჯულიანი


ნიუ იორკის მერი, რუდოლფ ჯულიანი დღეს თანაქალაქელებისადმი ემოციური მიმართვით გამოეთხოვა თავის თანამდებობას, რომელზეც რვა წელი იმუშავა.

ნიუ იორკის მერი, რუდოლფ ჯულიანი დღეს თანაქალაქელებისადმი ემოციური მიმართვით გამოეთხოვა თავის თანამდებობას, რომელზეც რვა წელი იმუშავა.
ჟურნალ ”თაიმს” ნიუ იორკის მერი ”წლის პიროვნებად” ჰყავს გამოცხადებული 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ გაწეული სამუშაოსათვის. საგულისხმოა აგრეთვე, რომ ჯულიანი შეერთებულ შტატებში პოპულარობით მხოლოდ პრეზიდენტ ჯორჯ ბუშს ჩამოუვარდება. დღეს რუდოლფ ჯულიანიმ გამოთქვა სურვილი, რომ ის ადგილი, სადაც მსოფლიო სავაჭრო ცენტრი ნანგრევებად იქცა, მსხვერპლის მემორიალად იქცეს. მანვე ნიუ იორკს ”მსოფლიოს დედაქალაქი” უწოდა, და შეაქო ნიუ იორკელები ტერაქტების შემდეგ გამოჩენილი ერთსულოვნებისათვის.
XS
SM
MD
LG