Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღევანდელ რიგგარეშე სესიაზე საქართველოს პარლამენტმა


დღევანდელ რიგგარეშე სესიაზე საქართველოს პარლამენტმა საკადრო საკითხებზე იმსჯელა.

დღევანდელ რიგგარეშე სესიაზე საქართველოს პარლამენტმა საკადრო საკითხებზე იმსჯელა.
მან უკრაინასა და მოლოდვაში საქართველოს ელჩის, გრიგოლ ქათამაძის უფლებამოსილება რუმინეთზეც განავრცო. ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, გიორგი არსენიშვილი ავსტრიის, სლოვაკეთის, სლოვენიის, უნგრეთისა და ჩეხეთის რესპუბლიკებში ელჩი გახდა, ხოლო ლევან მიქელაძე დაამტკიცეს საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად ეუთოსა და ვენაში განთავსებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში. გარდა ამისა, საქართველოს პარლამენტმა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პოსტზე დაამტკიცა ნინო ჩხობაძის კანდიდატურა, და ასევე მიემხრო შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად ამირან გამყრელიძის დანიშვნას.
XS
SM
MD
LG