Accessibility links

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბუშმა განაცხადა


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბუშმა განაცხადა, რომ ამერიკის შეიარაღებული ძალების ოპერაცია ავღანეთში მანამდე გაგრძელდება, ”სანამ იგი არ შეასრულებს მის წინაშე მდგარ ყველა ამოცანას.”

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბუშმა განაცხადა, რომ ამერიკის შეიარაღებული ძალების ოპერაცია ავღანეთში მანამდე გაგრძელდება, ”სანამ იგი არ შეასრულებს მის წინაშე მდგარ ყველა ამოცანას.”
მისი სიტყვებით, ავღანეთში მიმდინარე პოლიტიკური ცვლილებები ხელს არ უნდა უშლიდეს სამხედრო კამპანიას. ავღანეთის ახალმა თავდაცვის სამინისტრომ შეერთებულ შტატებს მოუწოდა შეწყვიტოს დაბომბვა. სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, ავღანეთის არმიას დამოუკიდებლად შესწევს უნარი გაუმკვლავედეს თალიბებს და ტერორისტებს. ქაბულში ამერიკელი დიპლომატები აცხადებენ, რომ ამის თაობაზე ჯერ არ მიუღიათ ავღანეთის ხელისუფლებისგან ოფიციალური მოთხოვნა. პარასკევს ჯორჯ ბუშმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა კვლავაც არ იცის, სად იმყოფება ოსამა ბინ ლადენი, მაგრამ იმედი გამოთქვა, რომ ტერორისტს ბოლოს და ბოლოს იპოვიან – ”ან ცოცხალს, ან მკვდარს.”პრეზიდენტის თქმით, ანტიტერორისტული კამპანიის მნიშვნელოვანი მიზანი უკვე მიღწეულია – თალიბები და ტერორისტები ვეღარ აკონტროლებენ ავღანეთს.
XS
SM
MD
LG