Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომალის სამი შეიარაღებული ოპოზიციური დაჯგუფების


სომალის სამი შეიარაღებული ოპოზიციური დაჯგუფების ლიდერებმა მსოფლიო თანამეგობრობას მოუწოდეს, მათ ქვეყანაში ჯარები გააგზავნონ ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად.

სომალის სამი შეიარაღებული ოპოზიციური დაჯგუფების ლიდერებმა მსოფლიო თანამეგობრობას მოუწოდეს, მათ ქვეყანაში ჯარები გააგზავნონ ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად.
ოპოზიციის საველე მეთაურებმა პარასკევს განაცხადეს, რომ სომალიში არსებობს ტერორისტული დაჯგუფებების, ”ალ ყაიდისა” და ”ალ იტიჰადის”, ბაზები. ერთ-ერთი მეთაურის თქმით, მას ექვემდებარება 50 ათასამდე მეომარი, რომლებიც მზად არიან საერთაშორისო ძალებს შეუერთდნენ ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლაში. სომალის პრეზიდენტმა აბდიყასიმ სალად ჰასანმა მანამდე უარყო ინფორმაცია ტერორისტების ბაზების შესახებ. რიგი მეთვალყურეების აზრით, სომალის ოპოზიცია ცდილობს, მსოფლიოში მიმდინარე ანტიტერორისტული კამპანია გამოიყენოს ქვეყანაში თავისი პოზიციების გასამყარებლად.
XS
SM
MD
LG