Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ჰეიდარ ალიევმა განაცხადა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ჰეიდარ ალიევმა განაცხადა, რომ მიიღებს ზომებს ქვეყანაში სიტყვის თავისუფლების უზრუნველსაყოფად და გააუქმებს იმ ბარიერებს, რომელთაც აწყდება თავისუფალი პრესა.

აზერბაიჯანის პარლამენტმა პარასკევს მოიწონა პრესის შესახებ კანონის რიგი შესწორებები. კერძოდ, ამიერიდან ჟურნალისტი ვალდებულია მის მიერ მოპოვებული ინფორმაციის წყარო გაამხილოს მხოლოდ სასამართლოს მოთხოვნით. ამასთან, მხოლოდ სასამართლოს აქვს უფლება კორესპონდენტს გაუუქმოს აკრედიტაცია ან აკრძალოს ქვეყანაში ნაბეჭდი თუ ვიდეომასალის შეტანა ეროვნული უშიშროების მოსაზრებებით. უკანასკნელ ხანებში საერთაშორისო ორგანიზაციებმა აზერბაიჯანის ხელისუფლება მწვავედ გააკრიტიკეს პრესის თავისუფლების შეზღუდვისთვის.
XS
SM
MD
LG