Accessibility links

logo-print

ურთიერთობა ინდოეთსა და პაკისტანს შორის


ურთიერთობა ინდოეთსა და პაკისტანს შორის კრიზისულ ფაზაშია შესული. პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბდულ სათარმა დღეს განაცხადა, რომ სულ უფრო რეალური ხდება ომის მუქარა.

ურთიერთობა ინდოეთსა და პაკისტანს შორის კრიზისულ ფაზაშია შესული. პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბდულ სათარმა დღეს განაცხადა, რომ სულ უფრო რეალური ხდება ომის მუქარა.
სათარმა განაცხადა აგრეთვე, რომ პაკისტანის პრეზიდენტი ფერვეზ მუშარაფი არაა წინააღმდეგი ინდოეთის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებისა, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ინდოეთი თავად წამოაყენებს ამგვარ წინადადებას. ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ათალ ბიჰარი ვაჯპაიმ თავის მხრივ განაცხადა, რომ მის ქვეყანას არ სურს პაკისტანთან კონფრონტაცია, მაგრამ თანამემამულეებს მოუწოდა ”მოვლენათა ნებისმიერი შემობრუნებისთვის იყონ მზად”. ურთიერთობა ინდოეთსა და პაკისტანს შორის მკვეთრად დაიძაბა მას შემდეგ, რაც ტერორისტებმა ორი კვირის წინ ინდოეთის პარლამენტზე განახორციელეს თავდასხმა, რამაც 14 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ამ თავდასხმის პასუხისმგებლობა ინდოეთმა დააკისრა ქაშმირელ სეპარატისტებს, რომლებიც დელის მტკიცებით, პაკისტანის მხარდაჭერით მოქმედებენ.
XS
SM
MD
LG