Accessibility links

logo-print

ბრიტანელი საზღვაო ფეხოსნები, ავღანეთის შინაგან


ბრიტანელი საზღვაო ფეხოსნები, ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად გუშაგობას შეუდგნენ დღეს ქაბულის ცენტრალურ რაიონებში.

ბრიტანელი საზღვაო ფეხოსნები, ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად გუშაგობას შეუდგნენ დღეს ქაბულის ცენტრალურ რაიონებში.
როგორც ბრიტანეთის სამხედრო სარდლობის წარმომადგენელმა განაცხადა, დედაქალაქის ქუჩებში პატრულირება მრავალეროვანი სამშვიდობო ძალების პირველ აქციად უნდა ჩაითვალოს. ორშაბათს, სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის მისაღებად ავღანეთში გერმანელი სამხედრო მოსამსახურეები ჩავლენ. შემდეგ მათ, კიდევ 14 ქვეყნის – საფრანგეთის, იტალიის, კანადის, საბერძნეთის, თურქეთის, იორდანიისა და სხვა სახელმწიფოთა სამხედრო მოსამსახურეები შეუერთდებიან. ამასობაში, ამერიკის საგანგებო დანიშნულების შენაერთები განაგრძობენ აღმოსავლეთ ავღანეთში ოსამა ბინ ლადენისა და ალ-ყაიდის მებრძოლთა ძებნას. როგორც პრეზიდენტმა ბუშმა განაცხადა პარასკევს, ამერიკელი ჯარისკაცები მანამდე დარჩებიან ავღანეთში, ვიდრე მათს წინაშე დასმული ყველა ამოცანა არ იქნება შესრულებული.
XS
SM
MD
LG