Accessibility links

logo-print

შაბათს, ინგუშეთის საზღვართან შეტაკება მოხდა


შაბათს, ინგუშეთის საზღვართან შეტაკება მოხდა ფედერალურ ჯარსა და ჩეჩენ მეამბოხეებს შორის.

შაბათს, ინგუშეთის საზღვართან შეტაკება მოხდა ფედერალურ ჯარსა და ჩეჩენ მეამბოხეებს შორის.
დაბა ბამუტთან მომხდარი ბრძოლის დროს, როგორც ჩეჩნეთის პრო-მოსკოური ადმინისტრაციის წარმომადგენელმა აცნობა ”ასოშიეიტედ პრესის” სააგენტოს, მოკლულ იქნა ერთი, ხოლო 4 რუსი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა. ჯარისკაცებმა 2 მეამბოხე მოკლეს, ხოლო ერთი ტყვედ აიყვანეს. სხვა შეტაკებებისა და ნაღმების აფეთქების შედეგად კიდევ 8 ჯარისკაცი დაიღუპა. რუსეთის ავიაგამანადგურებლებმა მეამბოხეთა ნავარაუდევი პოზიციები დაბომბეს ნოჟაი-იურტის რაიონში. მძიმე არტილერია კურჩალოისა და შალის რაიონებს უშენდა ცეცხლს.
XS
SM
MD
LG