Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის ხელისუფლებამ საბანკო ანგარიშები ჩაუკეტა


პაკისტანის ხელისუფლებამ საბანკო ანგარიშები ჩაუკეტა ორ მაცნიერს, ბირთვული ფიზიკის ამჟამად პენსიაზე მყოფ ექსპერტებს

პაკისტანის ხელისუფლებამ საბანკო ანგარიშები ჩაუკეტა ორ მაცნიერს, ბირთვული ფიზიკის ამჟამად პენსიაზე მყოფ ექსპერტებს
სულთან ბაშირ მეჰმუდს და აბდულ მაჯიდს, რომლებიც უწინ ბირთვული ენერგიის სახელმწიფო კომისიაში შედიოდნენ. იგივე ბედი ეწია პაკისტანელ ბიზნესმენს მოჰამედ თუფაილს. სამივე ავღანეთში ჩადიოდა ხოლმე და არაერთხელ შეხვედრია ოსამა ბინ ლადენს. სამივე, ამავე დროს, უარყოფს, რომ "ალ ყაიდას" მასალა მიაწოდეს ბირთვული ფიზიკის სფეროში კვლევის შესახებ. საქველმოქმედო ორგანიზაცია "უმაჰ თამერ ე ნაუ", რომლის დირექტორთა საბჭოში შედიოდნენ ისინი, შეერთებული შტატების მიერ ტერორისტულად იქნა გამოცხადებლი.
XS
SM
MD
LG