Accessibility links

logo-print

ირანის სულიერმა ლიდერმა აიათოლა ალი


ირანის სულიერმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ, თავის წერილში, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარეს და წამყვანი რეფორმისტული პარტიის ლიდერს მოჰამად რეზა ხათამის გაუგზავნა,

ირანის სულიერმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ, თავის წერილში, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარეს და წამყვანი რეფორმისტული პარტიის ლიდერს მოჰამად რეზა ხათამის გაუგზავნა,
მოუწოდა რეფორმისტული უმრავლესობის ხელში მყოფი პარლამენტის წევრებს და სასამართლო ორგანოების კონსერვატორ წარმომადგენლებს, შეწყვიტონ დავა და ერთმანეთს პატივი სცენ. ხათამიმ, ის პრეზიდენტ მოჰამად ხათამის ძმა არის, გასულ კვირაში მიმართა ხამენეის, შეწყვიტონ პარლამენტის წევრების მიმართ სასამართლო ძიება. ხამენეიმ ამაზე პასუხად განაცხადა, რომ ამგვარ საქმეებს კანონი და კონსტიტუცია განაგებს. ამასობაში დასავლეთ ირანში დემონსტრაციის დროს, შეტაკებისას, პოლიციამ დააკავა 11 პირი. ისინი დეპუტატ ლოღმანიანის მომხრეები არიან. დეპუტატის წინააღმდეგ საქმე აღიძრა სასამართლო ორგანოების კრიტიკის გამო.
XS
SM
MD
LG