Accessibility links

პალესტინის ავტონომიის ხელმძღვანელის იასირ არაფატის


პალესტინის ავტონომიის ხელმძღვანელის იასირ არაფატის მოწოდებამ თანამემამულეთა მიმართ, შეწყვიტონ ტერორი ისრაელის წინააღმდეგ, შედეგი გამოიღო.

პალესტინის ავტონომიის ხელმძღვანელის იასირ არაფატის მოწოდებამ თანამემამულეთა მიმართ, შეწყვიტონ ტერორი ისრაელის წინააღმდეგ, შედეგი გამოიღო.
ეს ისრაელის ხელისუფლებამ, კერძოდ, ისრაელის მთავრობის სხდომაზე თავდაცვის მინისტრმა ბინიამინ ბენ-ელიეზერმა აღიარა, განაცხადა რა, რომ ამ მოწოდების შემდეგ, ბოლო ორი კვირაა, საგრძნობლად შემცირდა ტერორისტთა აქტიურობა. თუმცა, ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, არიელ შარონმა, თქვა, რომ პალესტინელებს ტერორიზმის აღმოსაფხვრელად ჯერ კიდევ ბევრი აქვთ გასაკეთებელი. დღეს ისრაელის არმიის რადიო იუწყებოდა, რომ პალესტინელთა პოლიციამ დააპატიმრა ისრაელის ტურიზმის მინისტრ ზეევიზე თავდასხმის მოწყობაში ეჭვმიტანილი ოთხი ექსტრემისტი. პალესტინელებმა დაადასტურეს დაპატიმრების ფაქტი, მაგრამ დააზუსტეს, რომ ამ ოთხ პირს ზეევიზე თავდასხმა არ ბრალდება, ისინი სხვა ტერაქტების გამო დააკავეს. დღეს, ღაზის სექტორში, ისრაელის არმიამ სამი შეირაღებული პალესტინელი მოკლა.
XS
SM
MD
LG