Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გასული დღეების არეულობის შემდეგ არგენტინის


გასული დღეების არეულობის შემდეგ არგენტინის დედაქალაქში სიმშვიდე დაბრუნდა მას მერე, რაც პოლიციამ აღელვებული მასის წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.

გასული დღეების არეულობის შემდეგ არგენტინის დედაქალაქში სიმშვიდე დაბრუნდა მას მერე, რაც პოლიციამ აღელვებული მასის წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
დროებითმა პრეზიდენტმა ადოლფო როდრიგეს საამ დღეს მთავრობასთან თათბირი გამართა იმ გზის საძიებლად, რომელმაც ქვეყანა პოლიტიკური და ფინანსური კრიზისიდან უნდა გამოიყვანოს.
როდრიგეს საას გუშინდელმა გადაწყვეტილებამ, მოეთხოვა ბანკებისთვის, გაეცათ ხელფასები და პენსიები, ხალხი დაამშვიდა. გარდა ამისა, პრეზიდენტმა გადაწყვიტა, შეწყდეს საგარეო ვალის გადახდა - ის 132 მილიარდ დოლარს შეადგენს - და შემოღებულ იქნეს ახალი ვალუტა - არხენტინო, რომელიც ძველ სახელმწიფო ვალუტასთან, პესოსთან, და ამერიკულ დოლართან ერთად იმოძრავებს.
XS
SM
MD
LG