Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის არაერთ ქვეყანაში თოვლმა და


ევროპის არაერთ ქვეყანაში თოვლმა და კოკისპირულმა წვიმამ გამოიწვია გზების გაფუჭება, ზვავები, რასაც მოჰყვა მსხვერპლი.

ევროპის არაერთ ქვეყანაში თოვლმა და კოკისპირულმა წვიმამ გამოიწვია გზების გაფუჭება, ზვავები, რასაც მოჰყვა მსხვერპლი.

ჩრდილო-აღმოსავლეთ საფრანგეთში, ასევე გერმანიის დასავლეთში, კერძოდ, ზაარლანდში, წვიმის შედეგად გაუვალი გახდა გზები. დიდთოვლობამ ზოგიერთ დასახლებული პუნქტი გარე სამყაროს მოწყვიტა. შვეიცარიასა და ლიხტენშტაინში ზვავების ქვეშ მოჰყვენენ ადამიანები, სულ ცოტა, ორი კაცი დაიღუპა, კიდევ რამდენიმე დაკარგულად ითვლება. სტიქიამ ალბანეთის ჩრდილოეთის სოფლებიც მოწყვიტა ცივილიზაციას. სერბიის კოსოვოს ოლქში განთავსებულმა სამშვიდობო ჯარმა ამ რეგიონის მცხოვრებთ სურსათი ჩაუტანა. რუმინეთის ჩრდილოეთში თითქმის ყველა ავტომაგისტრალი განადგურდა.
XS
SM
MD
LG