Accessibility links

დღეს ინდოეთმა პაკისტანს გადასცა ტერაქტების


დღეს ინდოეთმა პაკისტანს გადასცა ტერაქტების მოწყობაში ეჭვმიტანილი იმ 20 პირის სია, რომელთა დაპატიმრებასაც დელი ისლამაბადისგან ითხოვს.

დღეს ინდოეთმა პაკისტანს გადასცა ტერაქტების მოწყობაში ეჭვმიტანილი იმ 20 პირის სია, რომელთა დაპატიმრებასაც დელი ისლამაბადისგან ითხოვს.
გარდა ამისა, ინდოეთმა მზადყოფნა გამოთქვა, ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის განმუხტვის მიზნით, გაიმართოს უმაღლესი დონის მოლაპარაკება. დელის ეს განცხადებები მოჰყვა ისლამაბადიდან მიღებულ ცნობას, რომ პაკისტანის ხელისუფლებამ დააპატიმრა “ლაშქარ-ე-თაიაბას” ექსტრემისტული დაჯგუფების ლიდერი, ჰაფიზ საიდი. ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯასვანთ სინგხმა, კმაყოფილებით აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს ორ მეზობელ სახელიწიფოს შორის დაძაბულობის განმუხტვას. გუშინ პაკისტანის პრეზიდენტმა, ფერვეზ მუშარაფმა, განაცხადა, რომ ორმა ქვეყანამ ყოველი ღონე უნდა იხმაროს მშვიდობისა და ჰარმონიის დასამკვიდრებლად. ინდოეთსა და პაკისტანს შორის ურთიერთობა დაიძაბა 13 დეკემბერს, ინდოეთის პარლამენტზე თავდასხმის შემდეგ. ტერაქტისთვის პასუხიმგებლობას დელი პაკისტანში მოქმედ ექსტრემიტულ ჯგუფებს აკისრებს.
XS
SM
MD
LG