Accessibility links

logo-print

დღეს ქაბულში პარაფირებულ იქნა შეთანხმება


დღეს ქაბულში პარაფირებულ იქნა შეთანხმება ავღანეთში საერთაშორისო სამხედრო ძალის განთავსების თაობაზე.

დღეს ქაბულში პარაფირებულ იქნა შეთანხმება ავღანეთში საერთაშორისო სამხედრო ძალის განთავსების თაობაზე.
დოკუმენტის ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია მოგვიანებით გაიმართება. შეთანხმების მიხედვით, ავღანეთში უნდა განთავსდეს უსაფრთხოების საერთაშორისო ძალები, რომლის რიცხობრივი შემადგენლობა სამიდან ხუთი ათასამდე შეიძლება იყოს. ამ ძალებს დიდი ბრიტანეთი უხელმძღვანელებს. დღესვე, ავღანეთის დროებითმა ადმინისტრაციამ ნება დართო შეერთებული შტატების სამხედრო-საჰაერო ძალებს, განაგრძოს ქვეყნის იმ რაიონების დაბომბვა, რომლებიც “ალ ყაიდის” მებრძოლთა წინააღმდეგობის კერებად ითვლება. გუშინ, აღმოსავლეთ ავღანეთში განხორციელებული საჰაერო იერიშების შედეგად, ასზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ამერიკელი სამხედროების განცხადებით, სოფელ ყალაიე-ნიაზის დაბომბვა გამართლებული იყო, რადგან სწორედ ამ სოფელს აფარებდა თავს “ალ ყაიდის” ტერორისტული ორგანიზაციისა და თალიბანის რამდენიმე მეთაური.
XS
SM
MD
LG