Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მწვავდება უთანხმოება იუგოსლავიის მმართველ კოალიციაში.


მწვავდება უთანხმოება იუგოსლავიის მმართველ კოალიციაში.

მწვავდება უთანხმოება იუგოსლავიის მმართველ კოალიციაში.
იუგოსლავიის პრეზიდენტმა, ვოისლავ კოშტუნიცამ, დღეს გამოთქვა წინადადება, გაისად ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები, რათა, მისი თქმით, წარმატებით დასრულდეს იუგოსლავიასა და სერბიაში დაწყებული საკონსტიტუციო რეფორმები. სერბიის პრემიერ-მინისტრმა, ზორან ჯინჯიჩმა, რომელიც უწინ კოშტუნიცას თანამოაზრე იყო, დღეს კი მისი მთავარი ოპონენტია, უარყო ეს იდეა, განაცხადა რა, რომ ვადამდელ არჩევნებს შედეგად ვითარების დესტაბილიზება მოჰყვება. კოშტუნიცამ ოპტიმისტურად შეაფასა იუგოსლავიის ფედერაციის სამომავლო პერსპექტივა. მიუხედავად იმისა, რომ ჩერნოგორიის ხელისუფლება კვლავინდებურად მხარს უჭერს ფედერაციიდან გასვლას და გაზაფხულზე, ამ საკითხზე, რეფერენდუმის მოწყობას აპირებს.
XS
SM
MD
LG