Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სპარსეთის ყურის რეგიონის ექვსი ქვეყნის


სპარსეთის ყურის რეგიონის ექვსი ქვეყნის ლიდერებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას 2003 წლისთვის, – ანუ დაგეგმილზე ორი წლით ადრე – საბაჟო კავშირის შექმნის თაობაზე.

სპარსეთის ყურის რეგიონის ექვსი ქვეყნის ლიდერებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას 2003 წლისთვის, – ანუ დაგეგმილზე ორი წლით ადრე – საბაჟო კავშირის შექმნის თაობაზე.
ომანში გამართულ სამიტზე ლიდერებმა გადაწყვიტეს, შემოიღონ ერთიანი, ხუთპროცენტიანი საბაჟო ბეგარა. ექსპერტთა შეფასებით, ეს პირველი ნაბიჯია სპარსეთის ყურეში ვაჭრობის ისეთი ერთიანი ზონის შექმნისკენ, რომელსაც ვალუტაც საერთო ექნება. გარდა ამისა, გაფორმებულ იქნა ხელშეკრულება თავდაცვის ერთიანი კავშირის ჩამოყალიბების შესახებ. კავშირში შევლენ არაბთა გაერთიანებული საამიროები, ბაჰრეინი, კატარი, კუვეიტი, ომანი და საუდის არაბეთი. ამ ექვს ქვეყანაში მსოფლიოს ნავთობის თითქმის ნახევარს მოიპოვებენ.
XS
SM
MD
LG