Accessibility links

logo-print

ავღანეთში დაბომბვები “ალ-ყაიდის” საბოლოო განადგურებამდე გაგრძელდება


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა ავღანეთის თავდაცვის მინისტრმა მოჰამედ ჰაბილმა, რომელიც ადრე არ თანხმდებოდა, რომ შეერთებულმა შტატებმა განაგრძოს დაბომბვები,

კვირას განაცხადა, რომ კამპანია უნდა გაგრძელდეს, სანამ საბოლოოდ არ იქნება “ალ ყაიდისა” და თალიბანის წინააღმდეგობა საბოლოოდ არ იქნება ჩახშობილი..


ეს აშკარა უკანდახევა იყო. ჯერ კიდევ პარასკევს თქვა ჰაბილმა, რომ “ალ-ყაიდის” მებრძოლთა წინააღმდეგობის უკანასკნელი კერების ჩაქრობა სამი-ოთხი დღის საქმეა.

მაგრამ პეტნაგონმა პარასკევსვე განაცხადა, რომ არ გამორიცხავს დაბობმვების გაგრძელდებას იმ შემთხვევაშიც კი, თუ ავღანეთის დროებითი მთავრობა მოითხოვს მათ შეწყვეტას.

დგება ახალი წელი, და პენტაგონს წარმოდგენა არა აქვს, რა მოუვიდა ბინ ლადენს, მაგრამ არის ნიშნები იმისა, რომ მისი ძებნა განახლდება. ვაშინგტონში პენტაგონმა განაცხადა რომ სამხრეთ ავღანეთში დისლოცირებული იქნებიან პარაშუტისტები, რომლებიც შეცვლიან საზღვაო დესანტს. დესანტს სხვა
დავალება მიეცემა, როგორც ჩანს, ბინ ლადენის დაჭერა.

წამყვანმა ამერიკელმა სენატორმა ბობ გრეჰემმა თქვა, რომ სადაზვერვო ინფორმაციის თანახმად, დიდია შანსები, რომ ბინ ლადენი ცოცხალია, თუმცა მისი ადგილსამყოფელი ცნობილი არ არის. “მისი კვალი დაიკარგა. არ არის ნათელი, კვლავაც თორა-ბორაშია თუ, რაც ფრიად შესაძლებელია, გაიპარა პაკისტანში,” თქვა გრეჰემმა.

პენტაგონის თქმით, დაკითხვებისთვის დაკავებულ თალიბანისა და “ალ-ყაიდის” მებრძოლთა რიცხვმა 150 მიაღწია. სამხედროების სიტყვით, დაკავებულებისგან მოელიან ინფორმაციას, რომელიც მათ ბინ ლადენისა და მისი მაღალი რანგის თანაშემწეების კვალს მიაგნებინებს.

ამასობაში ავღანეთის დროებითი კაბინეტის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბდულა აბდულამ განაცხადა კვირას, რომ მიღწეულია თანხმობა უსაფრთხოების მხარდამჭერ ახალ საერთაშორისო ძალებთან, რაც ქვეყნის მდგომარეობის სტაბილურობის განმტკიცებას შეუწყობს ხელს.

ორშაბათს ქაბულმა დასკვნითი დოკუმენტის პარაფირება მოახდინა.ოფიციალური ხელმოწერის ცერემონია მოგვიანებით ჩატარდება. გარიგების თანახმად,ქვეყანაში სამიდან ხუთი ათასამდე უცხოელი ჯარისკაცი იქნება დისლოცირებული. ამ ჯარებს ბრიტანეთი უხელმძღვანელებს. შაბათს ქაბულში ბრიტანეთისა და ავღანეთის ჯარისკაცებმა ერთობლივი პატრულირების რეპეტიცია ჩატარეს.
XS
SM
MD
LG