Accessibility links

ევროპის კავშირის ხელმძღვანელობა კმაყოფილია ევროზე


ევროპის კავშირის ხელმძღვანელობა კმაყოფილია ევროზე, ახალ ფულზე გადასვლის პროცესის დაწყებით. ევროპის კომისიის წარმომადგენლის გერასიმოს ტომასის თქმით,

ევროპის კავშირის ხელმძღვანელობა კმაყოფილია ევროზე, ახალ ფულზე გადასვლის პროცესის დაწყებით. ევროპის კომისიის წარმომადგენლის გერასიმოს ტომასის თქმით,
ევროს ზონის მოსახლეობა კეთილგანწყობილია ახალი ფულის მიმართ. თუმცა, აღნიშნა მან, ევროს ნამდვილი გამოცდა ოთხშაბათს დაიწყება, მისი შემოღებიდან პირველ სამუშაოს დღეს. [ტომასის ხმა] “ნამდვილი გამოცდა ხვალ იქნება, ამ დღეს ყველაფერი ღია იქნება, ბანკები, ხალხი იმუშავებს, ახალ ფულზე გადავა ავტომატები, ველით, რომ საქმე კარგად წავა”. ევროზე გადავიდა ევროპის წევრი ქვეყნებიდან 12 სახელმწიფო, ასევე ვატიკანი, ანდორა, მონაკო და სან მარინო. ევროს მოიხმარს სერბიის პროვინცია კოსოვო და ჩერნოგორიაც.
XS
SM
MD
LG