Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქაშმირის ინდოეთის კუთვნილ ნაწილში ტერაქტი


ქაშმირის ინდოეთის კუთვნილ ნაწილში ტერაქტი მოხდა – შტატის პარლამენტის შენობასთან ორი ყუმბარა აფეთქდა.

ქაშმირის ინდოეთის კუთვნილ ნაწილში ტერაქტი მოხდა – შტატის პარლამენტის შენობასთან ორი ყუმბარა აფეთქდა.
მოკლულია პოლიციელი, დაიჭრა სულ ცოტა 24 ადამიანი. ხელისუფლებას მიაჩნია, რომ თავდასხმა განახორციელეს ისლამისტმა ექსტრემისტებმა, რომლებიც პაკისტანში არიან განთავსებული. ტერაქტმა შეიძლება კიდევ უფრო გაამწვავოს ინდოეთსა და პაკისტანს შორის ურთიერთობებში კრიზისი, რომელიც დაიწყო 13 დეკემბერს დელიში ისლამისტების მიერ პარლამენტის შენობაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად. ქაშმირში, ინდოეთ-პაკისტანის საზღვარზე, გრძელდება სროლა. პაკისტანმა მზადყოფნა გამოხატა დიალოგი აწარმოოს ინდოეთთან, მაგრამ ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ატალ ბიჰარი ვაჯპაიმ უკუაგდო მოლაპარაკებების შესაძლებლობა ურთიერთობების მკვეთრი გაუარესების პირობებში. პაკისტანისა და ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს ჩავიდნენ სამხრეთი აზიის ხუთი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, რომელიც დღეს გაიხსნა კატმანდუში. შეხვედრის კულუარებში ინდოეთსა და პაკისტანს შორის რაიმე სახის მოლაპარაკებების გამართვის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
XS
SM
MD
LG