Accessibility links

logo-print

ავღანეთში ამერიკის საავაციო შეტევების შედეგად


ავღანეთში ამერიკის საავაციო შეტევების შედეგად მოკლულია თალიბების უშიშროების მინისტრი კარი აჰმადულა.

ავღანეთში ამერიკის საავაციო შეტევების შედეგად მოკლულია თალიბების უშიშროების მინისტრი კარი აჰმადულა.
როგორც დროებითი ადმინისტრაციის წარმომადგენელი იტყობინება, გასული კვირის ბოლოს დაიბომბა ერთ-ერთი საველე მეთაურის სახლი, რომელშიც იმ წუთისთვის აჰმადულა იმყოფებოდა. დღეს ქაბულში ჩავიდა 12 ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეთა მეწინავე რაზმი. იგი მონაწილეობას მიიღებს ქვეყანაში სამშვიდობო კონტინგენტის განთავსებისთვის მზადებაში. მისი ძირითადი ნაწილები ავღანეთში იანვრის განმალობაში ჩავა. ამის შესახებ იტყობინება ბრიტანელი პოლკოვნიკი რიჩარდ ბარენსი – საერთაშორისო სამშვიდობო ძალების შტაბის უფროსი. ამერიკის სპეცსამსახურები და ავღანეთის ფორმირებები განაგრძობენ მზადებას თალიბების ლიდერის, მოლა მუჰამად ომარის, შეპყრობის ოპერაციისთვის. ომარი, როგორც ჩანს, პროვინცია ჰელმანდში იმალება. ყანდაარში სადაზვერვო სამსახურის უფროსის, ჰაჯი გულალაის, თქმით, გრძელდება თალიბების მეთაურებთან მოლაპარაკებები ომარის გაცემის თაობაზე.
XS
SM
MD
LG