Accessibility links

ერთიანმა საერთოევროპულმა ვალუტამ, ევრომ, დღეს


ერთიანმა საერთოევროპულმა ვალუტამ, ევრომ, დღეს პირველ სერიოზულ გამოცდას გაუძლო.

ერთიანმა საერთოევროპულმა ვალუტამ, ევრომ, დღეს პირველ სერიოზულ გამოცდას გაუძლო.
თუმცა ევრო მიმოქცევაში 1 იანვარს შემოვიდა ევროპის კავშირის 12 ქვეყანაში, მაღაზიები, ბანკები და დაწესებულებები საახალწლო დღესასწაულის შემდეგ მხოლოდ დღეს ამუშავდა. ზოგიერთ ქვეყანაში ახალი ვალუტის შემოღებასთან დაკავშირებით ისეთი აჟიოტაჟი დაიწყო, რომ ევროს მარაგი არასაკმარისი აღმოჩნდა. ყველაზე გრძელი რიგები ბანკების წინ იტალიასა და გერმანიაში გაჩნდა. ავსტრიაში რამდენიმე საათით გამოვიდა მწყობრიდან ყველა ”ბანკომატი” – გადატვირთვის გამო მუშაობა შეწყვიტა ცენტრალურმა კომპიუტერმა. ორი თვის მანძილზე ახალი ვალუტა მიმოქცევაში იქნება ევროპის კავშირის 12 წევრი ქვეყნის ვალუტებთან ერთად. ახალი ვალუტა აგრეთვე მიმოქცევაში იქნება ვატიკანში, სან-მარინოში, მონაკოსა და ანდორაში, სერბიის პროვინცია კოსოვოში და ჩერნოგორიაში, რომელიც იუგოსლავიის შემადგენლობაში შედის. დიდი ბრიტანეთი, დანია და შვეცია ჯერჯერობით არ მიუერთდნენ ევროზონას. საბერძნეთიდან და ესპანეთიდან იტყობინებიან ბანკებიდან დიდი რაოდენობით ევროს გატაცების შესახებ.
XS
SM
MD
LG