Accessibility links

logo-print

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა არიელ შარონმა განკარგულება


ისრაელის პრემიერ-მინისტრმა არიელ შარონმა განკარგულება გასცა რეგიონში შეერთებული შტატების საგანგებო წარგზანვნილის, ენტონი ზინის, ვიზიტის წინ შესუსტდეს პალესტინის ავტონომიის ტერიტორიის ბლოკადა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა არიელ შარონმა განკარგულება გასცა რეგიონში შეერთებული შტატების საგანგებო წარგზანვნილის, ენტონი ზინის, ვიზიტის წინ შესუსტდეს პალესტინის ავტონომიის ტერიტორიის ბლოკადა.
შარნის კანცელარიამ ეს ნაბიჯი ახსნა მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირისა და ღაზის სექტორის მცხოვრებთათვის ცხოვრების შემსუბუქების სურვილით. პალესტინელთა ხელისუფლება ამ ზომებს არასაკმარისად მიიჩნევს. დღეს პალესტინელთა საკანონმდებლო კრების დეპუტატმა ჰანან აშრავიმ განაცხადა, რომ ისრაელი ისეთ პირობებს აყენებს სამშვიდობო პროცესის განსაახლებლად, რომელთა შესრულება შეუძლებელია. აშრავიმ ენტონი ზინის მოუწოდა შეეცადოს ცხოვრებაში გატარდეს ახლო აღმოსავლეთში ცეცხლის შეწყვეტის გეგმა, რომელიც შეერთებულმა შტატებმა წამოაყენა. დღესვე შარონმა კვლავ განაცხადა, რომ ამ გეგმის განხორციელებას წინ უნდა უსწრებდეს სულ ცოტა ერთი კვირა ძალადობის გარეშე. შარონმა პალესტინის ავტონომიის ლიდერს, იასირ არაფატს, კვლავ ბრალი დასდო, რომ მას არ სურს ბოლო მოუღოს ტერორიზმს. მისი კანცელარიის განცხადებაში ნათქვამია, რომ არაფატს ჯერაც არ გაუცია ბრძანება ისრაელის ტურიზმის მინისტრის მკვლელთა დასაპატიმრებლად.
XS
SM
MD
LG