Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის სადაზვერვო სამსახურის ოფიციალური წარმომადგენლის


ავღანეთის სადაზვერვო სამსახურის ოფიციალური წარმომადგენლის, ნუსრათ ულაჰის ვარაუდით, მოლაპარაკებები მოლა ომარის გაცემის შესახებ ორიოდე დღეში დასრულდება.

ავღანეთის სადაზვერვო სამსახურის ოფიციალური წარმომადგენლის, ნუსრათ ულაჰის ვარაუდით, მოლაპარაკებები მოლა ომარის გაცემის შესახებ ორიოდე დღეში დასრულდება.
ულაჰმა დღეს განაცხადა, რომ ადგილობრივი მმართველები, რომლებიც მოლა ომარს და მის თანხმლებ პირებს ბაღრანის რაიონში იკედლებენ, როგორც ჩანს, დადებითად პასუხობენ მათთან მოსალაპარაკებლად გაგზავნილ დელეგაციას. დელეგაციას ხელმძღვანელობს პროვინცია ჰელმანდის გუბერნატორი, შერ მოჰამადი. თუმცა ამ ცნობას ეწინააღმდეგება მოჰამადის სამხედრო თანაშემწის, ჰაჯი პირ მოჰამადის განცხადება, რომლის თანახმად გუბერნატორისთვის ცნობილი არ არის მოლა ომარის ადგილსამყოფელი. ამასობაში ქაბულიდან მოსული ინფორმაციით, ავღანეთის ახალმა, დროებითმა მთავრობამ გაათავისუფლა და შინ გაუშვა დაახლოებით 320 ყოფილი თალიბი, რომელთაგან ზოგიერთი ჩრდილოეთის ალიანსს ხუთ წელზე მეტი ხნის წინ ჰყავდა დატყვევებული. უშიშროების სამინისტროს წარმომადგენლებმა ამ ნაბიჯს უწოდეს მეგობრული ჟესტი, რომელიც ეროვნული თახმობის აღდგენას ემსახურება და კიდევ გამეორდება.
XS
SM
MD
LG