Accessibility links

logo-print

ინდოეთის პრემიერ-მინისტრი, ათალ ბეჰარი ვაჯპაიი


ინდოეთის პრემიერ-მინისტრი, ათალ ბეჰარი ვაჯპაიი პაკისტანთან დიალოგის დაწყების წინაპირობად ასახელებს პაკისტანის მიერ მუსლიმანი მეამბოხეების მხარდაჭერის შეწყვეტას.

ინდოეთის პრემიერ-მინისტრი, ათალ ბეჰარი ვაჯპაიი პაკისტანთან დიალოგის დაწყების წინაპირობად ასახელებს პაკისტანის მიერ მუსლიმანი მეამბოხეების მხარდაჭერის შეწყვეტას.
ვაჯპაიი დღეს ჩავიდა ნეპალში, სამხრეთი აზიის ქვეყნების ლიდერთა შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად. დღესვე განცხადება გააკეთა პაკისტანის პრეზიდენტმა, ფერვეზ მუშარაფმა: მან პეკინში ვიზიტის დროს აღნიშნა, რომ მზად არის ინდოეთთან მოსალაპარაკებლად. ამასობაში, ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯასვანთ სინგჰი მიესალმა პაკისტანის მიერ ქაშმირელი სეპარატისების ორი ჯგუფის დარბევას, მაგრამ აღნიშნა, რომ საჭიროა მეტი ზომის მიღება. შეგახსენებთ, რომ ორივე ქვეყანამ ჯარები განათავსა საზღვარზე, ქაშმირის რეგიონის გარშემო უთანხმოების გამომწვავებასთან დაკავშირებით.
XS
SM
MD
LG