Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არგენტინის ახალმა პრეზიდენტმა, ედუარდო დუჰალდემ


არგენტინის ახალმა პრეზიდენტმა, ედუარდო დუჰალდემ დღეს დაამტკიცა მთავრობა, რომელიც უმთავრესად მისი, პერონისტული პარტიის მოღვაწეებისაგან შედგება.

არგენტინის ახალმა პრეზიდენტმა, ედუარდო დუჰალდემ დღეს დაამტკიცა მთავრობა, რომელიც უმთავრესად მისი, პერონისტული პარტიის მოღვაწეებისაგან შედგება.
დუჰალდემ ეკონომიკის მინისტრად დანიშნა ხორხე რემეს ლენისოვი, საგარეო საქმეთა მინისტრი გახდა ბუენოს აირესის მერი, კარლოს რუკაუფი, ხოლო მთავრობის მეთაურია ხორხე კაპიტანიჩი. დუჰალდე, რომელიც არგენტინას ორი კვირის მანძილზე უკვე მეხუთე პრეზიდენტად მოევლინა, ხვალ აპირებს თავისი ეკონომიკური პროგრამის წარდგენას. მისი თანაშემწეების განცხადებით, გეგმის მიხედვით შესაძლოა არგენტინული პესოს 30-40 პროცენტით დევალვაცია მოხდეს. დღეს ესპანეთმა, რომელიც ევროკავშირის ამჟამინდელი მორიგე თავმჯდომარეა, მადრიდში გამოშვებულ განცხადებაში მხარდაჭერა აღუთქვა არგენტინის ახალ ლიდერს.
XS
SM
MD
LG