Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაინის ფრანკურტში გაიმართა 2002 წელს


მაინის ფრანკურტში გაიმართა 2002 წელს ევროპის ცენტრალური ბანკის პირველი სხდომა.

მაინის ფრანკურტში გაიმართა 2002 წელს ევროპის ცენტრალური ბანკის პირველი სხდომა.
”ევროს ბანკნოტებისა და მონეტების შემოღებამ ევროპის ეკონომიკური და სავალუტო შეკავშირება დააგვირგვინა და ევროპა სრულ ინტეგრაციასთან დააახლოვა”,- ასე შეაჯამა ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა, ვიმ დოიზენბერგმა ევროკავშირის 12 ქვეყანაში ახალი ვალუტის, ევროს შემოღება. როგორც დოიზენბერგმა 2002 წელს ევროპის ცენტრალური ბანკის პირველ სხდომაზე აღნიშნა, ევროს წარმატებამ მოლოდინს გადააჭარბა. [დოიზენბერგის ხმა]: ”ევროს ბანკნოტებისა და მონეტების შემოღებით აღინიშნება არამარტო ეკონომიკური და სავალუტო კავშირის დასრულება, რაც თავისთავად საკვანძო მნიშვნელობის მოვლენაა. ეს არის ერთ-ერთი მთავარი, შესაძლოა უმთავრესი ნაბიჯიც კი ევროპული ინტეგრაციის ისტორიაში.” დოიზენბერგმა აღნიშნა აგრეთვე, რომ უკანასკნელი ეკონომიკური მონაცემები მიუთითებს 2001 წლის მეორე ნახევარში ევროზონის 12 ქვეყნის სუსტ ეკონომიკურ ზრდაზე, რაც ამა წლის პირველ თვეებში არ შეიცვლება.
XS
SM
MD
LG