Accessibility links

logo-print

საქართველო ვადას არ გაუგრძელებს ქართულ-აფხაზური

საქართველო ვადას არ გაუგრძელებს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში მყოფ სამშვიდობო ძალებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, კახა სიხარულიძემ.

სიხარულიძის განმარტებით, თბილისისთვის მიუღებელია სამშვიდობო ძალების ამჟამინდელი მანდატი, თუმცა იმავდროულად ოფიციალურად არ სვამს კონფლიქტის ზონიდან სამშვიდობოების გაყვანის საკითხს. საქართველოს მიზანია სამშვიდობო ოპერაციის მანდატის, ასევე სამშვიდობო კონტიგენტის შეცვლისა და ინტერნაციონალიზაციის უმტკივნეულოდ, კონფლიქტის ზონაში დესტაბილიზაციის გარეშე მიღწევა. სიხარულიძემ აღნიშნა, რომ ამ მიზნით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კონსულტაციებს ატარებს რამდენიმე დაინტერესებული ქვეყნის წარმომადგენლებთან.
XS
SM
MD
LG