Accessibility links

logo-print

დედამიწის ჩრდილოეთი ნახევარსფეროს უდიდეს ნაწილში


დედამიწის ჩრდილოეთი ნახევარსფეროს უდიდეს ნაწილში უჩვეულოდ მკაცრი ზამთარი დგას.

დედამიწის ჩრდილოეთი ნახევარსფეროს უდიდეს ნაწილში უჩვეულოდ მკაცრი ზამთარი დგას.
მოსკოვიდან იუწყებიან, რომ წუხანდელმა ყინვამ (-26 C) ქალაქში ათი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ცენტრალურ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში ბოლო 30 წლის მანძილზე არნახული დიდთოვლობაა. თოვლი დევს თურქეთის ქალაქ იზმირში, ეგეოსის ზღვის სანაპიროზე. ჩეხეთის რესპუბლიკაში, სლოვაკეთში, პოლონეთსა და ბულგარეთში დღეს და გუშინ, თითქმის შეუძლებელი იყო ქალაქებს შორის ტრანსპორტის მოძრაობა. სლოვაკეთში ოცზე მეტი საავტომობილო კატასტროფა აღირიცხა, მათ შორის ერთ-ერთში, როცა ერთმანეთს რამდენიმე ავტომანქანა დაეჯახა, მოჰყვა და მსუბუქად დაშავდა პრეზიდენტი რუდოლფ შუსტერი. ყინვა და დიდთოვლობაა იაპონიასა და შეერთებული შტატების ზოგიერთ რეგიონშიც.
XS
SM
MD
LG