Accessibility links

ავღანეთში, პაკისტანთან საზღვრის მახლობლად მდებარე


ავღანეთში, პაკისტანთან საზღვრის მახლობლად მდებარე ალ ყაიდის ბანაკის დაბომბვის შესახებ განაცხადა ამერიკელმა გენერალმა, რიჩარდ მაირსმა, რომლის თქმით თავდასხმის ობიექტი იყო ადგილი თორა ბორის სამხრეთით.

ავღანეთში, პაკისტანთან საზღვრის მახლობლად მდებარე ალ ყაიდის ბანაკის დაბომბვის შესახებ განაცხადა ამერიკელმა გენერალმა, რიჩარდ მაირსმა, რომლის თქმით თავდასხმის ობიექტი იყო ადგილი თორა ბორის სამხრეთით.
შეგახსენებთ, რომ თორა ბორა არის გამოქვაბულების კომპლექსი, რომელსაც თავს აფარებდნენ ტერორიზმში ეჭვმიტანილი ოსამა ბინ ლადენი და მისი მებრძოლები. გენერალ მაირსის თქმით, საჰაერო თავდასხმები იყო პირველი ასეთი იერიში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში და განხორციელდა მას შემდეგ, რაც ალ ყაიდის ბანაკში გადაადგილების ნიშნები აღმოაჩინეს. დღესვე გაეროს პრესმდივანმა, სტეფანი ბანკერმა განაცხადა, რომ არ არსებობს სამხილი, რომელიც მიუთითებს ავღანეთის სოფელ კალაიეში თალიბანის ან ალ ყაიდის მებრძოლების ყოფნაზე. ეს სოფელი გასული კვირის მიწურულს დაბომბეს ამერიკულმა თვითმფრინავებმა, რის შედეგადაც, ბანკერის თქმით, დაიღუპა 52 სამოქალაქო პირი, მათ შორის 25 ბავშვი.
XS
SM
MD
LG