Accessibility links

logo-print

”ლუკოილს” ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის კონსორციუმში სურს მონაწილეობა


ანდრო ეული, პრაღა რუსეთის უდიდეს ნავთობკომპანია ”ლუკოილს” სურს შეუერთდეს საერთაშორისო კონსორციუმს, რომელიც ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენს აშენებს.

თუ იგი აქციების მფლობელი გახდა, ”ლუკოილს” მიეცემა კარგი შესაძლებლობა გააფართოვოს თავისი გავლენა აზერბაიჯანზე, ხოლო რუსეთი, ამით, ურთიერთობას გაიუმჯობესებს დასავლეთთან.

”ლუკოილის” პრეზიდენტმა ვაჰით ალექპეროვმა 24 დეკემბერს გამოაცხადა, რომ მისი კომპანია ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის კონსორციუმის აქციების 7.5%-ის შეძენითაა დაინტერესებული.

რუსეთის უდიდესი ნავთობკომპანიის გაწევრიანება ამ კონსორციუმში უფრო მეტად დამოუკიდებელს გახდის ფინანსურად ”ლუკოილს” და რაც მთავარია, გაიზრდება მისი გავლენა აზერბაიჯანის ნავთობმრეწველობის სექტორზე. ამასთანავე, ამაღლდება ალექპეროვის ავტორიტეტი, რომელსაც აზერბაიჯანის მომავალი პრეზიდენტობის რეალურ კანდიდატად მოიხსენიებენ. ხოლო რუსეთი ამით, ურთიერთობას გაიუმჯობესებს დასავლეთთან და თან მიეცემა შესაძლებლობა ჩაშალოს ბაქო-ჯეიჰანის მილსადენის მშენებლობა, თუკი მოესურვება.

მოსკოვი კატეგორიული წინააღმდეგი იყო იმთავითვე ბაქო-ჯეიჰანის პროექტისა და არც თუ უსაფუძვლოდ. მას შემდეგ, რაც ცივი ომი დამთავრდა, ვაშინგტონის ძალისხმევა იმისკენაა მიმართული, რომ კასპიის ადგილობრივი ნავთობმწარმოებელი ფირმები აღარ იყონ დამოკიდებული მოსკოვზე. თუ ბაქო-ჯეიჰანის მილსადენი აშენდა, ამით, ჯერ ერთი, შუა აზიის რესპუბლიკებს მიეცემათ შესაძლებლობა რუსეთისგან დამოუკიდებლად განახორციელონ ენერგორესურსების ექსპორტი დასავლეთში, თანაც გვერდი აუარონ ირანს, ხოლო შეერთებული შტატების მოკავშირეები: საქართველო და თურქეთი დიდ მოგებას ნახავენ ტრანზიტით მიღებული შემოსავლით. გარდა ამისა, თბილისი და ანკარა, როგორც ტრანზიტი ქვეყნები, შეღავათიან ფასებში შეისყიდიან ენერგორესურსებს.

11 სექტემბრის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რადიკალურად შეცვალა თავისი ქვეყნის საგარეო პოლიტიკა და ურთიერთობათა გაუმჯობსებას ცდილობს დასავლეთთან. მოსკოვის თანხმობა ”ლუკოილის” მონაწილეობაზე ბაქო-ჯეიჰანის პროექტში განსაკუთრებით შეუწყობდა ხელს ამერიკა-რუსეთის პოზიციათა დაახლოებას ეთნიკური კონფლიქტებით მომრავლებულ კავკასიის რეგიონში.

კონსორციუმი იმედოვნებს, რომ რუსეთის მონაწილეობა ხსენებულ პროექტში შეარბილებს კრემლის პოზიციას ბაქო-ჯეიჰანის მილსადენის მიმართ. ხოლო თუ იგი გადაწყვეტს ამ პროექტის ჩაშლას, მოსკოვს შეუძლია განაახლოს აღმოსავლეთ თურქეთში მცხოვრები ქურთების დაფინანსება, სომხეთი აამხედროს ხელახლა აზერბაიჯანის წინააღმდეგ, ან კიდევ სეპარატისტები წააქეზოს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში.

თუმცა, აღიარა რა ოფიციალურად ბაქო-ჯეიჰანის პროექტი ჯერ კიდევ როდი ნიშნავს იმას, რომ კრემლს გულზე ეხატება ეს მილსადენი. ”ლუკოილის” მონაწილეობით კოსორციუმში, მოსკოვი, ფაქტობრივად კონტროლს გაუწევს საბოლოო ჯამში ამ მილსადენის მშენებლობას.

თუ ”ლუკოილი” აქციების 7.5%-ს შეიძენს, როგორც ეს პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა საჯაროდ, რუსეთის მთავრობას, რომელიც ”ლუკოილის” აქციების 16%-ის მფლობელია, არ გაუჭირდება მილსადენის მშენებლობის ჩაშლა, თუ კრემლი მოგვიანებით დაასკვნის, რომ ეს პროექტი მის ინტერესებს ეწინააღმდეგება.

”ლუკოილსა” და რუსეთს საერთო ინტერესი ამოძრავებს აზერბაიჯანთან მიმართებაში. ”ლუკოილის” პრეზიდენტი ვაჰიბ ალექპეროვი – აზერაბიჯანელია და დიდის გავლენით სარგებლობს ბაქოში. იგი პოტენციური მემკვიდრეა ამასთანავე აზერბაიჯანის პრეზიდენტის, 77 წლის ჰეიდარ ალიევისა. მიუხედავად იმისა, რომ ალექპეროვს დამოუკიდებლად სურს ”ლუკოილის” მართვა, რუსეთის მთავრობას ხელს აძლევს ეჭვგარეშეა, თუკი მისი ერთ-ერთი ბიზნესმენი აზერბაიჯანის პრეზიდენტი გახდება.
XS
SM
MD
LG