Accessibility links

logo-print

ავღანეთის ომი შეერთებული შტატებისთვის უმძიმეს ფაზაში შევიდა


ავღანეთის ომი შეერთებული შტატებისთვის უმძიმეს ფაზაში შევიდა. მის ჯარს სარისკო ოპერაციებში მონაწილეობა უწევს და მის პარტნიორებს კი,

ადგილობრივ რაზმებს, რომლებსაც დასავლეთის მოკავშირეებად მიიჩნევენ, როგორც ჩანს თავისი საკუთარი, ამერიკისგან განსახვავებული მიზნები ამოძრავებთ.

ავღანელი საველე მეთაურები, უმეტესწილად ძნელია ხოლმე მათი გეგმების წინასწარ განჭვრეტა, დაკავებული არიან ტერიტორიების ერთმანეთში განაწილებით და ძალაუფლების სფეროების გაყოფით. ამ მიზნების მიღწევისთვის, ისინი მზად არიან ამერიკული ბომბებიც გამოიყენონ, თუკი ამ ბომბების სამიზნის განსაზღვრაზე გავლენა ექნათ. და ქაბულში, გარდამავალი მთავრობა პირველ რიგში სატელეფონო სისტემისა და მოქმედი ცენტრალური ბანკის აღდგენას ცდილობს. ამერიკის ჯარი საკუთარი შესაძლებლობების ანაბარა დარჩა. არ არის გამორიცხული საერთოდ ამერიკის შეერთებული შტატების ავღანეთში აქტიურობის მიმართ უარყოფით დამოუკიდებულება და სავარაუდოდ, ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეთა შორის მეტი მსხვერპლი.
როდ აილენდის შტატის ნიუპორტის სამხედრო-საზღვაო კოლეჯის ომის სტრატეგიის ექსპერტის მაკუბინ ოუენსის აზრით, ამერიკელები იმდენ ხანს დარჩებიან, რამდენ ხანსაც მათთვის გასაგებ ინტერესებს ემსახურება და ეს, ამერიკის ჯარისთვის, შეიძლება ამ ომის ყველაზე საშიშ ეტაპად იქცეს.

ავღანელების პირველი დიდი უკმაყოფილება შეერთებული შტატების მიერ დაბომბვის გაგრძელებამ გამოიწვია. გასულ შაბათ-კვირას ფაქტიის რეგიონში 100 სამოქალაქო პირის დაღუპვამ ეს პრობლემა განსაკუთრებით გამოააშკარავა. ავღანეთის გარდამავალი მთავრობის მეთაურმა ჰამიდ კარზაიმ თქვა, რომ მართალია ტერორისტებს ბოლო უნდა მოვუღოთ, მაგრამ სამოქალაქო მოსახლეობაზეც უნდა ვიფიქროთ. ცხადია, კარზაი ახლა ორ ცეხლს შუაა, ერთი მხრივ ის ამერიკის მოკავშირეა, მაგრამ ამავე დროს ავღანელთა თანხმობით არჩეული პირია, და თავისიანებთან არის ანგარიშვალდებული.

ამრიკის ჯარს უჭირს და მეტად გაუჭირდება მღვიმეებში მტრის რაზმების მიკვლევა, რადგან ის მარტო დარჩა ამ ამოცანის წინაშე. ავღანელები სულ უფრო მეტ პირობას აყენებენ, მეტი ფული, იარაღი და საზამთრო ტანასცმელი სურთ ამგვარ ოპერაციაში მონაწილეობისთვის. ამასობაში კი ომარი თუ ოსამა ბინ ლადენი, ალბათ, შორს, სამშვიდობოს არიან გასული. შეერთებული შტატიების თავდაცვის მინისტრმა დონალდ რამსფელდმა აღიარა, ჩვენი ოფიცრები თითქმის ვერ აკონტროლებენ მოლაპაკებას ბაღრანში, სადაც ანტითალიბანული ძალები ცდილობენ მოწინაღმდეგე დანებებაზე და მოლა ომარის თუ სხვა თალიბების და ალ ყაიდელების ადგილსამყოფელის გაცემაზე დაიყოლიონ.

არადა, დრო არ იცდის, რაც უფრო მეტ ხანს დარჩებიან ამერიკელები ავღანეთში, მით უფრო გაიზრდება ანტიამერიკული განწყობილება. შეერთებული შტატების წინაშეა ამოცანა, როგორ გააძლიეროს ზეწოლა ავღანელებზე. ნიუ პორტის კოლეჯის თანამშრომლის თქმით, ალბათ ავღანეთის უფრო დიდი ხნით ოკუპაცია გახდება საჭირო.
XS
SM
MD
LG