Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის პრეზიდენტი ფერვეზ მუშარაფი დღეს


პაკისტანის პრეზიდენტი ფერვეზ მუშარაფი დღეს კატმანდუში ჩავიდა სამხრეთი აზიის ლიდერების სამიტში მონაწილეობის მისაღებად.

პაკისტანის პრეზიდენტი ფერვეზ მუშარაფი დღეს კატმანდუში ჩავიდა სამხრეთი აზიის ლიდერების სამიტში მონაწილეობის მისაღებად.
შეხვედრის დაწყება დღეისთვის იყო დაგეგმილი, მაგრამ ხვალისთვის იქნა გადატანილი უამინდობის მიზეზით მუშარაფის ჩასვლის გადადების გამო. ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ატალ ბეჰარი ვაჯპაიც ერსწრება სამიტს, რომელიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობათა გაუარესებას დაემთხვა. დაძაბულობა დაიწყო გასულ თვეში, როცა პაკისტანელი ისლამისტები დელიში ინდოეთის პარლამენტის შენობას დაესხნენ თავს. მუშარაფის თქმით, იმისათვის, რომ დიალოგი შედგეს, ორივე მხარეს არის საჭირო საამისო ნება. [მუშარაფის ხმა] ”საქმე არ ეხება მოთხოვნას. საამისო ნება ორივე მხარეს უნდა იყოს. თუკი ორივე მხარე მოისურვებს, მოლაპარაკებები შედგება. ეს არ უნდა იყოს ცალმხრივი მცდელობა”, განაცხადა მუშარაფმა. პაკისტანის პოლიცია აცხადებს, რომ წუხელ პროვინცია პენჯაბში დააპატიმრა 120-მდე შეიარღებული ისლამისტი. ცნობის თანახმად, დაპატიმრებულთაგან რამდენიმე ეკუთვნის იმ დაჯგუფებებს, რომელთაც ინდოეთი პალამენტის შენობაზე თავდასხმაში ადანაშაულებს.
XS
SM
MD
LG