Accessibility links

გუშინ ევროკავშირის 12 ქვეყანაში სავაჭრო


გუშინ ევროკავშირის 12 ქვეყანაში სავაჭრო ოპერაციების 40 პროცენტი მხოლოდ ახალი ვალუტით, ევროთი, წარმოებდა.

გუშინ ევროკავშირის 12 ქვეყანაში სავაჭრო ოპერაციების 40 პროცენტი მხოლოდ ახალი ვალუტით, ევროთი, წარმოებდა.
როგორც ევროპის კომისია იტყობინება, ნიდერლანდებში ახალი ვალუტით წარმოებდა სავაჭრო ოპერაციების 75%, გერმანაში, საბერძნეთსა და ლუქსემბურგში კი – დაახლოებით 50%. პრაქტიკულად ყველა ბანკომატი გადაყვანილ იქნა მხოლოდ ევროზე მუშაობის რეჟიმში. ევროპის კავშირის მრავალი მაღაზია განიცდიდა ევროს ხურდის ნაკლებობას. ახალი ვალუტის ნაკლებობა შეიმჩნეოდა ზოგიერთ ბანკშიც.
XS
SM
MD
LG