Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში ისლამისტთა შეიარაღებული დაჯგუფებების 100-ზე


პაკისტანში ისლამისტთა შეიარაღებული დაჯგუფებების 100-ზე მეტი აქტივისტი დააპატიმრეს, როცა პოლიციამ რეიდის დროს რამდენიმე მეჩეთი და სახლი, აგრეთვე ისლამისტ ექსტრემისტთა ბაზები გაჩხრიკა.

პაკისტანში ისლამისტთა შეიარაღებული დაჯგუფებების 100-ზე მეტი აქტივისტი დააპატიმრეს, როცა პოლიციამ რეიდის დროს რამდენიმე მეჩეთი და სახლი, აგრეთვე ისლამისტ ექსტრემისტთა ბაზები გაჩხრიკა.
პოლიციის ცნობით, დაპატიმრებულთა შორის არიან ის პირები, ვინც ქაშმირელ სეპარატისტებს თანაუგრძნობს და ინდოეთის ხელისუფალთ ებრძვის იარაღით ხელში, და რომლებსაც დელი – ინდოეთის პარლამენტზე 13 დეკემბერს მომხდარი ტერორისტული თავდასხმის მოწყობაში ადანაშაულებს.ამასობაში სულ უფრო მატულობს დაძაბულობა ინდოეთ-პაკისტანის საზღვარზე, სადაც ორივე ქვეყანამ ჯარის დამატებითი შენაერთები განათავსა იუწყებიან, რომ ერთი მშვიდობიანი მოსახლე იქნა მოკლული, მეორე კი – დაიჭრა, როცა ინდოელმა სამხედრო მოსამსახურეებმა ცეცხლი დაუშინეს სოფელს ქაშმირის იმ ნაწილში, რომელიც პაკისტანის კონტროლქვეშაა.
XS
SM
MD
LG