Accessibility links

logo-print

ამერიკელმა სამხედროებმა თალიბების ყოფილი ელჩი


ამერიკელმა სამხედროებმა თალიბების ყოფილი ელჩი პაკისტანში – მოლა აბდულ სალიამ ზაიფა დააპატიმრეს.

ამერიკელმა სამხედროებმა თალიბების ყოფილი ელჩი პაკისტანში – მოლა აბდულ სალიამ ზაიფა დააპატიმრეს.
როგორც შეერთებული შტატების ოფიციალურმა წარმომადგენელმა აცნობა რეიტერის სააგენტოს, პაკისტანის ხელისუფლებმა ავღანეთში დააბრუნეს ყოფილი ელჩი, სადაც იგი დაკავებულ იქნა. პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ზაიფს გაუუქმდა დიპლომატიური სტატუსი და მას აღარ მისცეს პაკისტანის ტერიტორიაზე დარჩენის უფლება, რის გამოც იძულებული გახდა ავღანეთში დაბრუნებულიყო. დღესვე, ამერიკელმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ პაკისტანში დააკავეს ”ალ-ყაიდის” საწვრთნელი ბანაკების ერთ-ერთი ხელმძღვანელი – იბნ აშ-შაიქ ალ-ლიბი და ამერიკის ჯარის სარდლობას გადასცეს ავღანეთში. დღეისათვის ამერიკელ სამხედროებს თალიბებისა და ”ალ-ყაიდის” 307 მებრძოლი ჰყავთ დაკავებული.
XS
SM
MD
LG