Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატების წარგზავნილი ახლო აღმოსავლეთში


შეერთებული შტატების წარგზავნილი ახლო აღმოსავლეთში ენტონი ზინი განაგრძობს რეგიონში სამშვიდობო მისიას და მოლაპარაკებათა განახლებას ცდილობს ისრაელსა და პალესტინელებს შორის.

შეერთებული შტატების წარგზავნილი ახლო აღმოსავლეთში ენტონი ზინი განაგრძობს რეგიონში სამშვიდობო მისიას და მოლაპარაკებათა განახლებას ცდილობს ისრაელსა და პალესტინელებს შორის.
პალესტინელთა მხარისაგან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ორშაბათს ზინი შეერთებულ შტატებში დაბრუნდება, ხოლო ოცი იანვრისთვის ისევ ეწვევა ახლო აღმოსავლეთს. ისრაელის ნავსადგურ ეილათში უკვე განტვირთეს იარაღის კონტრაბანდაში ეჭვმიტანილი გემი, რომელიც პარასკევს დააკავა წითელ ზღვაში ისრაელის სანაპირო დაცვამ. გემი, ძირითადად ირანული წარმოების 50 ტონა იარაღითა და ტყვია წამლით იყო დატვირთული. დღეს ისრაელმა კვლავ განაცხადა, რომ არ შეუშვებს იასირ არაფატს ქალაქ ბეთლემში მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, ვიდრე პალესტინელთა ავტონომიის ხელმძღვანელობა ისრაელის მინისტრის რეხავემ ზეევის მკვლელს არ გასცემს.
XS
SM
MD
LG