Accessibility links

logo-print

2002 წლის 5 იანვარს საქართველოს


2002 წლის 5 იანვარს საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი ჯონი ფირცხალაიშვილი ოფიციალური ვიზიტით კოსოვოში გაემგზავრა.

2002 წლის 5 იანვარს საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი ჯონი ფირცხალაიშვილი ოფიციალური ვიზიტით კოსოვოში გაემგზავრა.
ვიზიტის მიზანია, კოსოვოში განთავსებული ქართული სამშვიდობო ბატალიონის ინსპექტირება, მათთვის შობის დღესასწაულის მილოცვა და საჩუქრების გადაცემა. 6-კაციან დელეგაციაში სხვებთან ერთად კადრების მთავარი სამმართველოს უფროსი, პოლკოვნიკი დიმიტრი ლეჟავა და სპეცდანიშნულების ძალების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი კაპიტანი გიორგი ბლიაძე შედიან. დღეს ქართული დელეგაცია ანკარაში ჩაფრინდება, სადაც ქართული სამშვიდობო ოცეულის სწავლების ადგილს მოინახულებს. 6 იანვარს დელეგაცია ანკარიდან სტამბულში, სტამბულიდან კი კოსოვოში გაემგზავრება. სამხედრო დელეგაცია თბილისში 9 იანვარს დაბრუნდება.
XS
SM
MD
LG