Accessibility links

logo-print

2-დან 10 წლამდე ასაკის ხუთი


2-დან 10 წლამდე ასაკის ხუთი პალესტინელი ბავშვი დაიღუპა ხანძრის შედეგად, რომელიც ღაზის სექტორში, ხან-იუნისის ლტოლვილთა ბანაკის მახლობლად გაჩნდა.

2-დან 10 წლამდე ასაკის ხუთი პალესტინელი ბავშვი დაიღუპა ხანძრის შედეგად, რომელიც ღაზის სექტორში, ხან-იუნისის ლტოლვილთა ბანაკის მახლობლად გაჩნდა.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ცეცხლი წაეკიდა კარავს, რომელშიც ბავშვები იმყოფებოდნენ. რამდენიმე ადამიანმა სერიოზული დამწვრობა მიიღო. პალესტინელ ოფიციალურ პირთა თქმით, სახლი, რომელიც ბავშვების მშობლებს ეკუთვნოდათ, ისრაელის ტანკებმა და ბულდოზერებმა დაანგრიეს ერთი თვის წინ.
XS
SM
MD
LG