Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთი აზიის შვიდი ქვეყანა მხარს


სამხრეთი აზიის შვიდი ქვეყანა მხარს უჭერს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობას.

სამხრეთი აზიის შვიდი ქვეყანა მხარს უჭერს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობას.
დასკვნით დეკლარაციაში, რომელიც მიღებულ იქნა ნეპალში, სამხრეთი აზიის ქვეყნების რეგიონული თანამშრომლობის ასოციაციის სამიტზე, გამოხატულია მზადყოფნა, გამოვლენილ იქნეს ტერორიზმის დაფინანსების წყაროები და აღიკვეთოს ისინი. სამხრეთი აზიის ქვეყნების ლიდერებმა ამასთან დაადასტურეს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის რეგიონული კონვენციისადმი ერთგულება. ამ კონვენციაში, რომელიც 1987 წელს იქნა მიღებული, ნათქვამია, რომ ტერორიზმი საფრთხეს უქმნის რეგიონის უშიშროებას, სტაბილურობას და განვითარებას. ასოციაციაში შედიან ბანგლადეში, ბუტანი, ინდოეთი, მალედივი, ნეპალი, პაკისტანი და შრი ლანკა.
XS
SM
MD
LG