Accessibility links

logo-print

ავღანეთის დროებითი ადმინისტრაცია განაგრძობს ზომების

ავღანეთის დროებითი ადმინისტრაცია განაგრძობს ზომების მიღებას ქვეყნის სამხრეთში მდებარე ბაღრანის მთიან რაიონზე კონტროლის დასაწესებლად, სადაც, როგორც ვარაუდობენ, იმალება თალიბების ლიდერი მოლა მოჰამად ომარი.

როგროც იტყობინებიან, ერთ-ერთი გავლენიანი ადგილობრივი ბელადი, რაის ი ბაღრანი, დათანხმდა განაიარაღოს თავისი შენაერთები. ავღანეთის ახალ ხელისუფლებას გადაეცემა 90-მდე ერთეული მძიმე იარაღი და 200 ტონა ტყვია-წამალი. გუშინ, საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, მოლა ომარმა მოახერხა ბაღრანში ალყისთვის თავის დაღწევა. მაგრამ ავღანეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლები ყანდაარში ამტკიცებენ, რომ ომარი ჯერ კიდევ ამ რაიონს აფარებს თავს. ავღანეთის დროებითი ადმინისტრაციის უფროსმა ჰამიდ კარზაიმ დღეს განაცხადა, რომ თალიბების ლიდერს აუცილებლად იპოვიან და დააკავებენ.
XS
SM
MD
LG