Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის ხელისუფალთ დააკავეს ისლამური დაჯგუფებების


პაკისტანის ხელისუფალთ დააკავეს ისლამური დაჯგუფებების კიდევ 42 აქტივისტი, რომლებიც ინდოეთისგან ქაშმირის ჩამოშორებისთვის იბრძვიან.

პაკისტანის ხელისუფალთ დააკავეს ისლამური დაჯგუფებების კიდევ 42 აქტივისტი, რომლებიც ინდოეთისგან ქაშმირის ჩამოშორებისთვის იბრძვიან.
დაპატიმრებები განხორციელდა პროვინცია პენჯაბში პოლიციის რეიდების მსვლელობისას. დაკავებულთაგან უმრავლესობა ეკუთვნის დაჯგუფება ”ჯაიშ ე მოჰამედს”, რომელსაც ინდოეთი დაჯგუფება ”ლაშქარ ე თაიიბასთან” ერთად ადანაშაულებს 13 დეკემბერს დელიში პარლამენტის შენობის წინააღმდეგ განცხორციელებულ ტერაქტში. შეერთებულმა შტატებმა ორივე ეს დაჯგუფება ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიტანა. პაკისტანის პოლიციის მონაცემებით, ქაშმირელი სეპარატისტების წინააღმდეგ ფართო მასშტაბის ოპერაციის მსვლელობისას დაპატიმრებულია 300-ზე მეტი ადამიანი.
XS
SM
MD
LG