Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორც ამერიკელმა სენატორმა, ჯონ ედვარდსმა


როგორც ამერიკელმა სენატორმა, ჯონ ედვარდსმა, განაცხადა, უზბეკეთის სამხედრო დაზვერვის მონაცემებით, საერთაშორისო ტერორისტი ოსამა ბინ ლადენი, როგორც ჩანს, ავღანეთიდან პაკისტანში გაიქცა.

როგორც ამერიკელმა სენატორმა, ჯონ ედვარდსმა, განაცხადა, უზბეკეთის სამხედრო დაზვერვის მონაცემებით, საერთაშორისო ტერორისტი ოსამა ბინ ლადენი, როგორც ჩანს, ავღანეთიდან პაკისტანში გაიქცა.
ედვარდსი, რომელიც სენატში დაზვერვის კომიტეტის წევრია, თაშკენტში იმყოფება ამერიკელ კანონმდებელთა დელეგაციის შემადგენლობაში. კვირას ტელეკომპანია ”ფოქს ნიუსისთვის” მიცემულ ინტერვიუში ედვარდსმა თქვა, რომ იგი დარწმუნებულია, პაკისტანის ხელისუფლება შეერთებულ შტატებს დახმარებას გაუწევს ბინ ლადენის დაკავებაში, თუკი იგი მართლაც პაკისტანის ტერიტორიაზე იმყოფება.
XS
SM
MD
LG