Accessibility links

logo-print

ანტიტერორისტული ომის დასარული ავღანეთში ჯერ არ ჩანს


შაბათ-კვირას განახლდა ავღანეთის დაბომბვა. ავღანეთის საინფორმაციო სააგენტოს თანახმად,

სპინღარის მთიანეთში ბომბები ჩამოყარეს ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო თვითმფრინავებმა. ცნობილი გახდა, რომ დღემდე დაჭერილია სამასამდე ალ ყაიდელი და მათი მფარველი თალიბანის ელჩი. პაკისტანში თალიბების წარმომადგენელი, აბდულ სალამ ზაიფიც დააკავეს. მას ახლა დაკითხავენ თალიბანის სულიერი ლიდერის მოლა ომარისა და ტერორიზმში ეჭვმიანილის ოსამა ბინ ლადენის ადგილსამყოფელი გამოკვლევის მიმზნით.

მიუხედავად იმისა, რომ ავღანეთში თალიბების ბატონობას ბოლო მოეღო, სამხედრო ოპერაცია გაგრძელება. როგორც ამ ომის გაგრძელების ერთ-ერთმა მთავარმა მომხრემ, ბრიტანეთის პრემიერმა ტონი ბლერმა თქვა, მოლა ომარი და ბინ ლადენი კი არ დაუჭერიათ, მაგრამ ავღანელი ხალხი განთავისუფლდაო. ავღანეთში შეერთებული შტატების საგანგებო წარგზავნილმა, ამ ქვეყანაში დაბადებულმა ზალმაი ხალილზადმა თქვა, რომ ომს ბოლო ჯერ არ უჩანს, ალ ყაიდა და თალიბანი საბოლოოდ არ არის განადგურებულიო.
ავღანეთში პენტაგონის სტრატეგიის მიმართ, ჩაეყვანა იქ მეტი ჯარი, კრიტიკა მოჰყვა, რადგან სახეზეა გამოუყენებელი შესაძლებლობები და უშედეგო სამხედრო ოპერაციები. ლაპარაკია მთებში, მღვიმეებში, ალ ყაიდის წევრებისა და თალიბთა ლიდერების ძებნის შესახებ. უკვე რამდენიმეჯერ გამოცხადდა, რომ ვარაუდობენ მოლა ომარის ადგილსამყოფელს, მაგრამ იმ ქალაქის თუ არეალის დაკავების შემდეგ ომარი უკვე წასულია ხოლმე ან კიდევ, არ არის გამორიცხული, არც არასოდეს ყოფილიყო იქ. ყველაფერთან ერთად პენტაგონი აღიარებს, რომ მოწინააღმდეგის დანებების შესახებ მოლაპარაკებებს ვერ აკონტროლებს.
კრიტიკოსები შიშობენ, რომ ამერიკის ჯარის ავღანეთში ყოფნა საბჭოთა ჯარის იქ ყოფნას დაემსგავსება. პენტაგონის წარმომადგენელმა თქვა, რომ გენერალ ფრენკსს, რომელიც ავღანეთში მიმდინარე ოპერაციის ავტორია, კარგად ესმის ის შეცდომები, რამლებიც რუსებს მოუვიდათ ავღანეთში და ამას არ დაუშვებს.

ავღანეთში საერთაშორისო ჯარის განთავსების მოსამზადებელი სამუშაობი გრძელდება. ამ დღეებში იქ ჩასვლას დაიწყებს გერმანიის კონტინგენტი, რომელიც ქაბულსა და მის აეროპორტში განთავსდება. შეგახსნებთ, რომ გერმანიიის ბუნდესტაგმა ნებართვა გასცა, ავღანეთში 1200-მდე გერმანელი სამხედრო მოსამსახურე იქნეს მივლინებული. გერმანულ ნაწილს, რომელშიც ჰოლანდიელები და ავსტრიელებიც შედიან, მეთაურობს ბრიგადის გენერალი ჰუბერტუს ფონ ბუტლერი.

ავღანეთის მიმართ ადრე დაწესებული სანქციების გაუქმებაზეც დაიწყო ლაპარაკი. სხვათა შორის შესაძლებლობა უნდა მიეცეს ამ ქვეყნის ავიაკომპანიას “არიანას” განაახლოს ფრენა. სულ, გაეროს თანახმად, პირველ ხუთ წელიწადში, ავღანეთის აღდგენას 9 მილიარდი ამერიკული დოლარი დასჭირდება.
XS
SM
MD
LG