Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკომისიის ვარაუდით, იტალიის საგარეო საქმეთა


ევროკომისიის ვარაუდით, იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის, რენატო რუჯეროს გადადგომა არ შეცვლის იტალიის დადებით დამოკიდებულებას ერთიანი ევროპისადმი.

ევროკომისიის ვარაუდით, იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის, რენატო რუჯეროს გადადგომა არ შეცვლის იტალიის დადებით დამოკიდებულებას ერთიანი ევროპისადმი.
რუჯერო პროვეროპულად განწყობილი პოლიტიკოსია. როგორც ევროკომისიის პრეს-მდივანმა, ჯონათან ფოლმა განაცხადა, იტალიის ბედი მჭიდროდ არის გადახლართული ევროპის კავშირთან. რენატო რუჯეროს გადადგომის მიზეზად ზოგიერთი მინისტრის მხრიდან ერთიანი ევროპის იდეის არასაკმარისი მხარდაჭერა იქცა. ამ ნაბიჯთან დაკავშირებით ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლუი მიშელმა, განაცხადა, რომ იტალიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის გადაგომა იტალიაში მზარდ ანტიევროპულ განწყობილებაზე მიგვანიშნებს.
XS
SM
MD
LG