Accessibility links

logo-print

ისრაელის სახელმწიფო რადიოს ცნობით, გასულ


ისრაელის სახელმწიფო რადიოს ცნობით, გასულ კვირაში დაპატიმრებული გემის კაპიტანმა ომარ აკავიმ აღიარა,

ისრაელის სახელმწიფო რადიოს ცნობით, გასულ კვირაში დაპატიმრებული გემის კაპიტანმა ომარ აკავიმ აღიარა,
რომ იარაღის კონტრაბანდასთან დაკავშირებული ინსტრუქციები პალესტინელთა თვითმმართველობის ოფიციალური წარმომადგენლისგან მიიღო. ისრაელის რადიო იუწყება, რომ მისი რეპორტაჟი ეფუძნება ციხეში, ომარ აკავისგან აღებულ ინტერვიუს, რომლის ნაწყვეტებს სულ მალე ისრაელის ტელევიზიაც გადაცემს. იარაღის კონტრაბანდაში ისრაელი პალესტინელთა ავტონომიის ლიდერს, იასირ არაფატს ადანაშაულებს. პალესტინელთა თვითმმართველობა ბრალდებას გადაჭრით უარყოფს. საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროპის კავშირის წარმომადგენელმა, ხავიერ სოლანამ, დღეს მოლაპარაკება გამართა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, არიელ შარონთან, და პალესტინელთა პარლამენტის სპიკერთან, აჰმედ ყურეიასთან.
XS
SM
MD
LG