Accessibility links

შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს პრეს-მდივნის


შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს პრეს-მდივნის, ვიქტორია კლარკის ცნობით, შეერთებული შტატების არმიის მოსამსახურეები ტერორისტთა ყოფილ საწვრთნელ ბანაკში განაგრძობენ “ალ ყაიდის” მეომართა ძებნას.

შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს პრეს-მდივნის, ვიქტორია კლარკის ცნობით, შეერთებული შტატების არმიის მოსამსახურეები ტერორისტთა ყოფილ საწვრთნელ ბანაკში განაგრძობენ “ალ ყაიდის” მეომართა ძებნას.
ეს ბანაკი აღმოსავლეთი ავღანეთის ქალაქ ჟავარ კილისთან მდებარეობს. დღესვე, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ტონი ბლერმა, განაცხადა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა განაგრძოს ავღანეთის დახმარება, რათა ეს ქვეყანა აღარასოდეს იქცეს ექსტრემისტთა მოღვაწეობის ბაზად. კერძოდ, ტონი ბლერმა თქვა: [ტონი ბლერის ხმა] “ჩემი აზრით, თუ ავღანეთის მიმართ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მივიღებთ და მის აღდგენას ხელს შევუწყობთ, ამ სახის ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საუკეთესო საშუალება თვით ავღანელი ხალხი იქნება.” დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დასძინა, რომ ანტიტერორისტული კამპანიის მთავარ მიზნად ამ ეტაპზე ოსამა ბინ ლადენის დაპატიმრება რჩება.
XS
SM
MD
LG